მემფის დეპაი
Aa
Aa

ბარსა და ატლეტიკო შეთანხმდნენ - დეპაიმ ბლაუგრანა ოფიციალურად დატოვა

ნიდერლანდელი ფეხბურთელი, მემფის დეპაი კარიერას „ატლეტიკოში“ განაგრძობს. „ბარსელონამ“ რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ „როხიბლანკოსთან“ შეთანხმებას მიაღწია.

„ბარსელონა და ატლეტიკო მემფის დეპაის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გარიგების ღირებულება 3 მილიონი ევროა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები შეიძლება დაემატოს. შეთანხმებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, იანიკ კარასკოს შეძენა სავალდებულო არააა და კლუბის სურვილზეა დამოკიდებული“, - წერს „ბარსელონა“.

შეგახსენებთ, რომ მემფისმა „ბარსას“ რიგებში ჯამში 42 მატჩი გამართა და მის ანგარიშზე 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ნიდერლანდელმა ახალ კლუბთან უკვე ივარჯიშა და „ატლეტიკომ“ გუშინ გვაუწყა, რომ კატალონიელებისგან თანხმობა მიიღო, რათა მემფისს მადრიდში ევარჯიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა