გიორგი მამარდაშვილი, ესპანეთის სამეფო თასი
Aa
Aa

მამარდა ბილბაოს წინააღმდეგ - სამეფო თასის წილისყრის შედეგები

ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება მადრიდული დერბია, „რეალი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.  რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიური გრანდის მეტოქე „რეალ სოსიედადია“.

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალები:

რეალი - ატლეტიკო

ოსასუნა - სევილია

ვალენსია - ბილბაო

ბარსელონა - სოსიედადი

შეხვედრები 24, 25 და 26 იანვარს გაიმართება. გამარჯვებული ერთი დაპირისპირებით გამოვლინდება. თუ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, მოგებული პენალტების სერიით გაირკვევა.

შეგახსენებთ, 2021-22 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში „ბეტისთან“ დამარცხდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა, თუმცა პენალტებში უკეთესი „ბეტისი“ აღმოჩნდა.

2021-22 წლების ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში „ვალენსიამ“ ორი მატჩის ჯამში „ბილბაო“ 2:1 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა ორივე მატჩი სასტარტოში ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა