ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „სალერნიტანასთან“ შეხვედრას გამოტოვებს.
ლუჩანო სპალეტი: „კვარაცხელია სალერნოში არ გაემგზავრება. ის სახლში დარჩება. მას მაღალი ტემპერატურა არ აქვს, თუმცა ექიმებმა, სიმპტომებიდან გამომდინარე, მკურნალობა დაუნიშნეს“.
???? #Spalletti: "Kvaratskhelia will not be travelling to Salerno"
— Official SSC Napoli (@en_sscnapoli) January 20, 2023
???? #ForzaNapoliSempre
შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ შინ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.
სერია ა-ს მე-19 ტურში „სალერნიტანა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.