ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

Gazzetta: ხვიჩას თამაშის შანსი ძალიან მცირეა

Il Mattino-ს ინფორმაციით, თუ ხვიჩა კვარაცხელია „სალერნიტანასთან“ მატჩს გამოტოვებს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ჯაკომო რასპადორის ვარიანტს განიხილავს. სპალეტის ხვიჩასთან დაკავშირებით ნათელი პასუხი უახლოეს საათებში ექნება, ქართველის ალტერნატივად კი რასპადორის ხედავს, რომელიც ამპლუით ფორვარდია.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩას თამაში თითქმის გამორიცხულია, მას კვლავ გრიპი აქვს და მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ხვიჩამ „სალერნიტანასთან“ არ ითამაშოს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ გადაწყვიტა, ხვიჩასთან მიმართებით არ გაერისკა და მას სახლში დარჩენა ურჩია. ეს გუშინდელი ცუდი ამინდითაც იყო განპირობებული და კვარაცხელიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს  მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ შინ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ს მე-19 ტურში „სალერნიტანა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ლოჩოშვილი ბოლონიასთან დაბრუნდება
კარგი ამბავი: ლოჩოშვილი ბოლონიასთან დაბრუნდება