ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta: „ხვიჩას დერბიში თამაშის საკითხი დღეს გადაწყდება“

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დღეს გადაწყდება ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „სალერნიტანას“ წინააღმდეგ. წყაროს ცნობით, კლუბში ხვიჩას გამო დამწუხრებულნი არიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დერბიში ითამაშებს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, „ნაპოლიმ“ გადაწყვიტა, ხვიჩასთან მიმართებით არ გაერისკა და მას სახლში დარჩენა ურჩია. ეს გუშინდელი ცუდი ამინდითაც იყო განპირობებული და კვარაცხელიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, დილით ჩანიშნული ვარჯიშიზე მიიღებენ. Kiss Kiss Napoli-ის მიხედვით, უფრო დიდი შანსია, ხვიჩამ „გრანატასთან“ ითამაშოს, ვიდრე მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ შინ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ლოჩოშვილი ბოლონიასთან დაბრუნდება
კარგი ამბავი: ლოჩოშვილი ბოლონიასთან დაბრუნდება