ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

კარგი ამბავი: ლოჩოშვილი ბოლონიასთან დაბრუნდება

Eurosport-ის ინფორმაციით, „კრემონეზეს“ ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მოედანს უბრუნდება. მან მცირე დაზიანების გამო იტალიის თასზე „ნაპოლისთან“ მატჩი გამოტოვა, თუმცა სერია ა-ს შემდეგ ტურში „ბოლონიასთან“ ითამაშებს. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ლუკა „ბოლონიასთან“ სასტარტოში იასპარეზებს.

„კრემონეზეს“ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში გამარჯვება არ მოუპოვებია, მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი გუნდიდან წავიდა, რომელიც დავიდე ბალარდინიმ შეცვალა. ლუკა ბალარდინის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს „ბოლონიასთან“ სტუმრად გამართავს, შეხვედრა 23 იანვარს, 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ „კრემონეზემ“ იტალიის თასიდან სერია ა-ს ლიდერი „ნაპოლი“ გამოთიშა. ასე რომ გუნდი შემდეგ მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მის აქტივში 14 მატჩში 1 საგოლე პასია. ლუკა კარგ სეზონს ატარებს, დამაჯერებლობითა და საიმედოობით გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ოფიციალური რადიო ხვიჩაზე - „უფრო დიდი შანსია, რომ ითამაშოს“
ნაპოლის ოფიციალური რადიო ხვიჩაზე - „უფრო დიდი შანსია, რომ ითამაშოს“