გიორგი ბეჟანიშვილი, კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი
Aa
Aa

ბეჟანიშვილის 14 ქულა - გამარჯვება NBA-ს განვითარების ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში „უინდი სითი ბულსი“ შინ „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსთან“ 111:133 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში გიორგი ბეჟანიშვილმა 22 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასია. 6 მოხსნიდან 2 შეტევაში შეასრულა, 4 კი საკუთარ ფარზე. 24 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

NBA-ს განვითარების ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსმა“ 8 შეხვედრიდან 3 მოიგო, 5 დათმო. ბეჟანიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს სტუმრად „ფორტ უეინ მედ ენტსთან“ 23 იანვარს გამართავს, შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეხვედრის MVP გახდა - თორნიკე შენგელიას მაგარი მატჩი ევროლიგაზე
შეხვედრის MVP გახდა - თორნიკე შენგელიას მაგარი მატჩი ევროლიგაზე