ფერნანდო მორიენტესი
Aa
Aa

მორიენტესი სუპერ თასზე: „ბარსა მშიერი იყო, რეალს სავსე მუცელი ჰქონდა“

ფერნანდო მორიენტესმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „რეალი“ შეხვდნენ. „ბლაუგრანამ“ დამაჯერებლად იმარჯვა და მორიენტესმა ახსნა, კატალონიელთა წარმატება რამ განაპირობა.

„ფინალში დამარცხებული რეალის ნახვა დიდი იშვიათობაა. ჩემი აზრით, ბარსელონა მშიერი იყო, რეალს კი სავსე მუცელი ჰქონდა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სამეფო კლუბი სიბრძნის კბილის გარეშე იყო. როცა სავსე მუცელი გაქვს, ასეთი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ იცოდეთ, რომ ბარსასთვის ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მორიგი ტიტული. მათ ეს სჭირდებოდათ და უბრალოდ შეხედეთ, წარმატება როგორ აღნიშნეს“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ 3:1 მოიგო და ჩავი ერნანდესმა „ბლაუგრანას“ თავკაცის პოსტზე ტიტული პირველად დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონა“ ლიონელ მესის წასვლის შემდეგ ტიტულს პირველად დაეუფლა.

ცნობისთვის, კატალონიური გრანდი ლა ლიგის მოსაგებადაც იბრძვის. 16 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ 41 ქულა აქვს და „რეალს“ 3ქულით უსწრებს. ჩავის გუნდს მომდევნო შეხვედრა 22 იანვარს ელის და „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 17 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
27 მილიონი გადაიხადეს - ტროსარი არსენალში გადადის
27 მილიონი გადაიხადეს - ტროსარი არსენალში გადადის