მემფის დეპაი
Aa
Aa

დეპაი ატლეტიკოში მიდის - კლუბთან ერთად უკვე ივარჯიშა

„ბარსელონას“ ფეხბურთელი, მემფის დეპაი კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. უცხოურ პრესაში ტრანსფერის შესახებ აქტიურად იწერებოდა და ეს ცნობები „როხიბლანკოს“ მიერ გავრცელებულმა ოფიციალურმა განცხადებამ დაადასტურა.

მადრიდული გრანდის მიხედვით, ნიდერლანდელმა „ბარსელონასგან“ უფლება მიიღო, რომ „ატლეტიკოს“ ძირითად გუნდში ეთამაშა, თუმცა კლუბებს შორის ტრანსფერი ჯერ არ დახურულა. მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ და წესითა და რიგით ყველაფერი მალე უნდა დასრულდეს.

„ბარსელონა“ თავის მხრივ „ატლეტიკოდან“ იანიკ-ფერეირა კარასკოს გადაბირებაზე მუშაობს, თუმცა მადრიდელები ბელგიელის გაშვების წინააღმდეგნი არიან, თავად ფეხბურთელი კი „ბარსაში“ ტრანსფერის მომხრეა. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ მემფისს „ბარსას“ რიგებში ჯამში 42 მატჩი აქვს გამართული, მის ანგარიშზე 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები