კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

9 გოლი და დიდი სანახაობა - მესი VS რონალდუ ალბათ ბოლოჯერ ვნახეთ

საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ალ-ნასრისა“ და „ალ-ჰილალის“ საუკეთესო ფეხბურთელები „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ გულშემატკივართა იმედები გაამართლა, 9 გოლი გავიდა და ქომაგებმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს პაექრობა ალბათ, ბოლოჯერ იხილეს.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე, მესიმ „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა, რასაც რონალდუმ უპასუხა. კრიშტიანუმ თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა და პენალტი გაიტანა. 39-ე წუთზე, პსჟ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მსაჯმა მოედნიდან ხუან ბერნატი გააძევა. 4 წუთში, ფრანგები წინ გავიდნენ, მბაპეს გადაცემით მარკინიოსმა ისარგებლა და ანგარიში 2:1 გახადა. პარიზელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ნეიმარმა პენალტი გააცუდა, რასაც რონალდუს მეორე გოლი მოჰყვა - 2:2.

მეორე ტაიმში კიდევ 4 გოლი გავიდა. 43-ე წუთზე, „პარი სენ-ჟერმენი“ წინ სერხიო რამოსის გოლით გაიჭრა. 3 წუთში რონალდუმ და კომპანიამ იანგ ჰიუნ-სოს თავურით აღადგინეს წონასწორობა, მე-60 წუთზე კი ლიონელ მესიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც კილიან მბაპემ გარდასახა. კილიანის გოლის შემდეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ცვლილებები განახორციელეს და რონალდუმ და მესიმ მოედანი დატოვეს, 78-ე წუთზე უგო ეკიტიკემ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ტალისკამ დააფიქსირა - 4:5.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენმა ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია“
ოსიმენმა ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია“