ნონი მადუეკე
Aa
Aa

ჩელსი კიდევ ერთ ტრანსფერს ხურავს - ლურჯებმა პსვ-ს ფეხბურთელი იყიდეს

ლონდონის „ჩელსი“ კიდევ ერთ ტრანსფერს ხურავს. ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, რომელიც მოგვიანებით, რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ დაადასტურა, „არისტოკრატებმა“ პსვ-ს შემტევი, ჩუკვუნონსო „ნონი“ მადუეკე გადაიბირეს.

ნიდერლანდელი ჟურნალისტის, რიკ ელფრინკის ცნობით, მუდრიკის ტრანსფერის მიუხედავად, ლონდონელებს პსვ-სთან მოლაპარაკებები არ შეუწყვეტიათ. „ჩელსი“ გარიგებას ბოლომდე აუცილებლად მიიყვანს და ნიდერლანდური კლუბის მაგიდაზე მსუყე შეთავაზება დევს.

ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და კლუბები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ. დღეს, ყველაფერი სწრაფად განვითარდა, სავარაუდო სატრანსფერო თანხა 40 მილიონია და ოფიციალურ განცხადებას მალე უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ მადუეკე 20 წლის პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც გარემარბისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. იგი ნიდერლანდურ კლუბში 2019 წლიდან ასპარეზობს და ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენმა ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია“
ოსიმენმა ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია“