27 მილიონი გადაიხადეს - ტროსარი არსენალში გადადის
„ბრაიტონის“ ფეხბურთელი, ლეანდრო ტროსარი კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს. ცნობილი ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, „მეთოფეები“ ბელგიელ ფეხბურთელს 27 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძენენ.
???? Arsenal have reached an agreement with Brighton & Hove Albion to sign Leandro Trossard. Fee #AFC will be paying #BHAFC understood to be £27m. Subject to normal processes 28yo Belgium international’s move now being described as ‘done deal’ @TheAthleticFC https://t.co/MbZR8Lt8XR
— David Ornstein (@David_Ornstein) January 19, 2023
ლონდონური კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად მალე გამოაცხადებს და ტროსართან გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს. „არსენალის“ თავკაცს, მიკელ არტეტას გუნდში კონკურენციის გაზრდა სურდა და მაღალი დონის გარემარბი უნდოდა. „მეთოფეების“ სამიზნე მიხაილო მუდრიკი იყო, თუმცა ეს უკანასკნელი „ჩელსიში“ გადავიდა და „არსენალს“ მისი ალტერნატივის პოვნა მოუწია.
ცნობისთვის, ტროსარმა მიმდინარე სეზონში „თოლიების“ მაისური 17 შეხვედრაში მოირგო, თუმცა დეკემბრის ბოლოს, „არსენალთან“ განცდილი მარცხის შემდეგ არ უთამაშია. „ბრაიტონის“ თავკაცის, რობერტო დე ძერბის თქმით, მან ერთ-ერთი ვარჯიში ნაადრევად დატოვა და ადგილი სწორედ ამიტომ დაკარგა. ბელგიელის აგენტმა „თოლიების“ თავკაცი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან მისი კლიენტის დამცირება სცადა.