უშუქო დარბაზში ვარჯიშობს - რომან დოლიძე უკრაინას ესტუმრა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩავიდა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ სპორტ დარბაზს ესტუმრა. „კავკასიელმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უშუქობა ხელს არაფერში უშლის.
View this post on Instagram
„ჩემს საქმიანობაში, პირველი ნაბიჯები, უკრაინაში გადავდგი. მაშინ მწვრთნელი ვიყავი და ამ ახალგაზრდებს ვავარჯიშებდი, დღეს ისინი თავად არიან მწვრთნელები და ახალ თაობას ზრდიან. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ოდესაში, ჩემს ძვირფას ხალხთან დაბრუნება! დარბაზში შუქი არ დაგვხდა, თუმცა ეს მიზნის მიღწევაში ხელს არ შეგვიშლის! წინ გამარჯვებისკენ“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას ელექტროენერგიის პრობლემა რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო არ აქვს და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები ოკუპანტების ხშირი სამიზნეა.