ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია - ითამაშებს თუ არა სალერნიტანასთან?

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ დღეს საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში გამართა, რომელშიც ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია. „პარტენოპეიმ“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ „კვარა“ პროფილაქტიკის მიზნით, სახლში დარჩა.

ნეაპოლური გუნდი მომდევნო შეხვედრას „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს და იტალიური პრესის ინფორმაციით, „გრანატასთან“ მატჩში ხვიჩას თამაში საეჭვოა. 21 წლის შემტევს გრიპი აქვს და გუნდს ამიტომ ვერ ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ შინ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 6 წუთი - ინდიანა ოკლაჰომასთან დამარცხდა
ბითაძის 6 წუთი - ინდიანა ოკლაჰომასთან დამარცხდა