ხვიჩა კვარაცხელია, იაკა ბიოლი
Aa
Aa

„არ მახსოვს რუსეთში როგორი იყო, მაგრამ სერია A-ში საუკეთესოა“ - ბიოლი ხვიჩაზე

იტალიური უდინეზეს მცველმა, იაკა ბიოლმა რომელიც წარსულში მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა, იტალიურ მედიას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობდა.

რა თქვა ბიოლმა:

ხვიჩას სეზონის პირველ ნახევარში საოცარი შედეგი ჰქონდა. ახლა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის სერია A-ს ვარსკვლავია, „ნაპოლი“ კი სატიტულო რბოლას დამსახურებულად ლიდერობს. ეს მის კარიერაში მშვენიერი პერიოდია. თუმცა, ხვიჩას ჯერ „უდინეზესთან“ არ უთამაშია და პირადადაც არ მინახავს, რამდენად შეუჩერებელია.

მახსოვს თუ არა პრემიერ ლიგაში? არა, ნამდვილად არ მახსოვს როგორ თამაშობდა რუსეთში, მაგრამ იმის მიხედვით, რასაც იტალიაში აკეთებს, ნამდვილად საუკეთესოა!

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე, „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მის გუნდს მომდევნო შეხვედრა 21 იანვარს, სტუმრად „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე