ვოლკოვის დუბლი და საბაჰის დამაჯერებელი გამარჯვება
2022 წლის დეკემბრის შემდეგ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში შესვენებაა. „საბაჰმა“ კი დღეს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და გაიმარჯვა. მოგებაში დიდი წვლილი დავით ვოლკოვმა შეიტანა.
ცნობისთვის, „საბაჰი“ „ვოივოდინას“ დაუპირისპირდა. ანგარიში მე-4 წუთზე სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რასაც მოწინააღმდეგე ფეხბურთელის სიმიჩის დუბლი მოყვა.
რა თქმა უნდა, „საბაჰი“ მარცხს არ ეგუებოდა და 22-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. თავი კვლავ ვოლკოვმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა. მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელის გუნდი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და 2 უპასუხო გოლი გაიტანა - საბოლოო ჯამში 4:2.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის ჩემპიონატი 26 იანვარს განახლდება. „საბაჰი“ ბაქოს „ნეფთჩის“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.
ვოლკოვის დუბლი