ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ეჭვები არ გამართლდა - ხვიჩა სალერნიტანასთან ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსთან“ დიდებული მატჩის შემდეგ, გაცივდა და ჯანმრთელობის პრობლემის გამო გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა.

იყო იმის ალბათობა, რომ ქართველს შაბათს „სალერნიტანასთან“ მატჩი გამოეტოვებინა, რასაც რამდენიმე იტალიური გამოცემა ვარაუდობდა კიდეც, თუმცა მოლოდინი საბედნიეროდ არ გამართლდა.

„კვარას“ აგენტმა მამუკა ჯუღელმა რუსულ მედიასთან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და ის შაბათს ითამაშებს:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა? მას პრობლემები არ აქვს. ახლა ხვიჩა უკეთ ვარჯიშობს. შაბათს კი სალერნიტანასთან ითამაშებს“.

- ამბობს ჯუღელი.

კვარაცხელიას მზადყოფნას წამყვანი იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტიც“ ადასტურებს და წერს, რომ ქართველი შაბათისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანა“ „ნაპოლის“ მატჩი შაბათს 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2.6 მილიონი რონალდუსა და მესის სანახავად - თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება
2.6 მილიონი რონალდუსა და მესის სანახავად - თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება