ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ჯერ მაგიდაზე არაფერი მიდევს“ - ჯუღელი სიტიზე, რეალზე და ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ საუბრები გამუდმებით არის. „იუვენტუსთან“ დიდებული თამაშის შემდეგ, ევროპულმა პრესამ ქართველ შემტევზე ინფორმაციების მორიგი ნაკადი გამოუშვა. ამჯერად საუბარი იყო „მანჩესტერ სიტის“ ინტერესზე.

ხვიჩა ამჟამად გაციებული და გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. მის მდგომარეობაზე და მომავალზე მისი აგენტი მამუჯა ჯუღელი რუსულ გამოცემა championat.com-თან საუბრობს:

სიტის ინტერესი

„მე შემოთავაზება მაგიდაზე არ მაქვს და ვფიქრობ, ეს არც ნაპოლის ოფისშია“.

კვარას ჯანმრთელობის მდგომარეობა

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მას პრობლემები არ აქვს. ახლა ხვიჩა უკეთ ვარჯიშობს. შაბათს კი სალერნიტანასთან ითამაშებს“.

ხვიჩა და მადრიდის რეალი

„ამჟამად აშკარაა, რომ მთელი მისი ფიქრები მხოლოდ ნაპოლის უკავშირდება. თუ არის სერია A-ს მოგების და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი, სხვა რა ფიქრები შეიძლება იყოს? იტალიის ჩემპიონატში ცხრა ქულის უპირატესობის განიავება დაუშვებელია. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აინტრახტი უნდა გაიარონ. ასე რომ, არის ახლა აქ რაღაც რისკენაც სწრაფვა შეიძლება“.

ხვიჩას სატრანსფერო ფასი

„ეს არის ბოლო, რაზეც ახლა ვფიქრობთ“.

როგორც მამუკა ჯუღელმა აღნიშნა, ხვიჩა მწყობრშია და ის შაბათს „სალერნიტანასთან“ გასამართ მატჩს არ გამოტოვებს. იტალიურ მედიას ეჭვი ეპარებოდა, რომ კვარაცხელია ამ შეხვედრაში ითამაშებდა, თუმცა სანერვიულო არაფერი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს“ - მოჯიმ კვარა შეაქო და ლუკაკუს დასცინა
„ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს“ - მოჯიმ კვარა შეაქო და ლუკაკუს დასცინა