რობერტო მანჩინი
Aa
Aa

მანჩინი: “იტალიას ბელინგემისნაირი 5 ტალანტი ჰყავს“

ბევრი თვლის, რომ იტალიის ნაკრებს გამორჩეული ტალანტები არ ჰყავს. ამ მოსაზრებას „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არ ეთანხმება, რომელმაც განაცხადა:

მანჩინი:

„პრობლემა ტალანტების დეფიციტი არ არის. პრობლემა მათი განვითარებაა. ჩვენ მათ ყველგან ვეძებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდულ გუნდებში. ვფიქრობ, იტალიას ჯუდ ბელინგემისნაირი 5 ტალანტი მაინც ჰყავს, მაგრამ ამ ფეხბურთელებს საკუთარ კლუბებში გაცილებით მეტი სათამაშო დრო უნდა ჰქონდეთ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ გამოცდილება საერთოდ არ აქვთ.

ინგლისში, ნიდერლანდებში და ან გერმანიაში ტალანტებს ძალიან დიდ დროს აძლევენ. ვიმეორებ, 4 ან 5 შესანიშნავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ მათ მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ. იტალიას ბევრი კარგი თავდამსხმელი არ ჰყავს, მაგრამ ძიების პროცესში ვარ. სკამაკა მომწონს, მაგრამ პრემიერ ლიგა რთული და კონკურენტუნარიანია.“

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები კატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იმყოფებოდა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩრდ.მაკედონიასთან დამარცხდა. იქამდე კი მანჩინიმ „სკუადრა აძურასთან“ ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: “ჰოლანდს მეტი მომენტი უნდა შევუქმნათ“
გუარდიოლა: “ჰოლანდს მეტი მომენტი უნდა შევუქმნათ“