ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

ეპოქა სრულდება? პერესი რეალის დატოვებას 2025 წელს აპირებს

ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალი“ შესაძლოა 2025 წელს დატოვოს.

ესპანურ პრესაში იწერება, რომ პერესს კლუბისთვის ბოლო დიდ ვალდებულებად საშინაო არენის „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია მიაჩნია.

როგორც კი რეკონსტრუქცია დასრულდება, პერესი პოსტის დატოვებას გეგმავს.

ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალი“ თაობათა ცვლის წინაშე დგას. მალე კლუბს კროოსი-მოდრიჩი-ბენზემას ტრიოც დატოვებს და „სამეფო კლუბში“ ეს მტკივნეული პროცესიც პერესის დასასრულებელი იქნება. სავარაუდოდ, „ბლანკოსის“ ლეგენდარული პრეზიდენტი მის მემკვიდრეს ახალ გუნდს დაუტოვებს.

შეგახსენებთ, რომ პერესი „რეალის“ პრეზიდენტად პირველად 2000 წელს აირჩიეს. 2006 წელს ის გადადგა, ხოლო 2009 წელს პოსტს დაუბრუნდა და დღემდე ინარჩუნებს. მის ეპოქაში მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა 6-6-ჯერ მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ