კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: „ყველა ფიქრობს, რომ რეალი მოკვდა, მაგრამ ასე არაა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „სამეფო კლუბის“ გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს.

რა თქვა ანჩელოტიმ:

ყველა ფიქრობს, რომ რეალი მკვდარია, მაგრამ ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. ახლა, კარგად გზაზე რთული პერიოდი გვაქვს.

ჩვენ არასდროს დავნებდებით და მხოლოდ წინ ვივლით. როდის იქნება ეს? არ ვიცი, იმედი მაქვს ხვალიდანვე. ჩვენი გუნდი ყველა ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მადრიდის „რეალი“ ახალგაზრდა გუნდია, თუმცა ყველა მოდრიჩზე, კროოსსა და ბენზემაზე საუბრობს. მაგრამ მადრიდის „რეალს“ უკვე ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდა და მომავალშიც ეყოლება.

ვფიქრობ, ახალი ციკლის დასაწყისში ვართ. ეს არის ერთი ფანტასტიკური ეპოქიდან, მეორეში გადასვლის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, „სამეფო კლუბი“ კოპა დელ რეის 1/8 ფინალში საკუთარ მოედანზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი ხარვეზი გამოჩნდა“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს შემდეგ
„ბევრი ხარვეზი გამოჩნდა“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს შემდეგ