დავიდე ნიკოლა
Aa
Aa

16 იანვარს მწვრთნელი გაათავისუფლეს - 48 საათის შემდეგ პოსტზე დააბრუნეს

16 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში, „სალერნიტანა“ „ატალანტასთან“ 2:8 განადგურდა. ბერგამოელებთან განცდილი ფიასკოს შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, დავიდე ნიკოლას პოსტი დაატოვებინეს, თუმცა რამდენიმე საათში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

იტალიელმა სპეციალისტმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ „სალერნიტანას“ პრეზიდენტს პოზიცია შეაცვლევინა: „მინდა სიმართლე გითხრათ. გუშინ პრეზიდენტმა დამირეკა, ბოდიში მოვუხადე და შეუსაბამო თამაშის გამო, რომელმაც მძიმე მარცხი განაპირობა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. ამ კლუბისა და მისი მოთამაშეების ბოლომდე მჯერა.

პრეზიდენტს ვთხოვე, გადაწყვეტილებაზე ხელახლა დაფიქრებულიყო. შევატყობინე, რომ საქმე ჰქონდა ადამიანთან, რომელიც მგრძნობიარეა და სურს, უნიკალური სტილის ფეხბურთი შექმნას. სალერნო ძალიან მიყვარს და ამ პროექტის მჯერა. პრეზიდენტს მადლობას ვუხდი, რათა დამირეკა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საფეხბურთო ოპერაციები ვნებას ეფუძნება და გულიდან მოდის. მინდა, მას სიყვარულისთვის მადლობა გადავუხადო და ასევე, მადლიერი ვარ, სპორტული დირექტორის, რომელმაც შუამავლის ფუნქციები შეითავსა. მის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. მოდით, ხელახლა დავიწყოთ და კიდევ ერთი საფეხბურთო ამბავი შევქმნათ. მოდით, გრანატას ქომაგებს იგივე ვნება და მიკუთვნებულობის შეგრძნება ვაჩუქოთ, რომლებსაც ისინი გვიჩვენებდნენ. ეს სალერნოა, ეს სალერნიტანაა და ეს ყველაფერი ფეხბურთზე ბევრად მეტია“.

შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანას“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილს იკავებს. „გრანატას“ მომდევნო მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან დოლიძე: „მჯერა, მერაბს შეუძლია, ჩემპიონი გახდეს“
რომან დოლიძე: „მჯერა, მერაბს შეუძლია, ჩემპიონი გახდეს“