„განსაკუთრებული დღეა“ - ფაჩულია თეთრ სახლში ვიზიტზე
საქართველოს ნაკრებისა და გოლდენ სტეიტ უორიორზის ყოფილი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია გუნდთან ერთად დღეს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სპეციალურ მიღებაზე იმყოფებოდა.
უკვე რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ტრადიციად დამკვიდრდა, რომ NBA-ს ჩემპიონს ქვეყნის პირველი პირი თეთრ სახლში იწვევს და მათ ჩემპიონობას ამ ფორმით ულოცავს, თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, გოლდენ სტეიტის კალათბურთელები თეთრ სახლში ვიზიტზე უარს აცხადებდნენ.
ბოლო 8 წელში „უორიორსი“ 4-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, პრეზიდენტთან საზეიმო მიღებაზე კი წელს პირველად იმყოფებოდა. შესაბამისად, ზაზა ფაჩულიას აქამდე თეთრ სახლში სტუმრობის შესაძლებლობა არასდროს მისცემია.
ვიზიტის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა კალათბურთელმა შთაბეჭდილებები აშშ-ში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს და ასევე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შვილს, ქეთევან გორჯესტანს გაუზიარა.
შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტში მოღვაწეობის პერიოდში ზაზა ფაჩულია ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.