გარი ლინეკერი
Aa
Aa

ეროტიკული ხმები პირდაპირ ეთერში - BBC-იმ ბოდიში მოიხადა

ბრიტანული ტელეარხის, BBC-ის პირდაპირ ეთერში ეროტიკული ხმები გაისმა. საფეხბურთო გადაცემისას, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც გარი ლინეკერია, მაყურებლებმა კვნესის ხმა გაიგონეს და BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ ხმებს გადაღებაზე დატოვებული მობილური ტელეფონი გამოსცემდა. იუთუბერმა, დანიელ ჯერვისმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ დამალულ ტელეფონზე ის რეკავდა, რათა სტუდიაში კვნესის ხმა გაჟღერებულიყო.

„საბოდიშო არაფერი გვაქვს. დღეს დილით რომ გეთქვათ, საღამოს პორნო სკანდალზე ისაუბრებო, შეშინებული ვიქნებოდი, მაგრამ რეალურად, ეს ფრენქი ძალიან სასაცილო იყო“, - განაცხადა ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა. BBC-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე