მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იანი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს“ - რუსი მებრძოლების პროგნოზი

რუსი მებრძოლები, მიხაილ რაგოზინი და ვიაჩესლავ ვასილევსკი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ.

რაგოზინი: „პიოტრი რეიტინგში მეორეა, მერაბი - მესამე. ასე რომ, ლოგიკურია, მათი ჩხუბი რომ ჩაინიშნა. მიმაჩნია, რომ ბოლო 2 ბრძოლაში განცდილი მარცხი იანს უფრო ძლიერსა და მრისხანეს გახდის. წარუმატებელი სერია უნდა დასრულდეს! პიოტრმა შეცდომები არ უნდა დაუშვას და საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არ მიიყვანოს. ხუთი რაუნდი იანის სტიქიაა, მაგრამ მგონია, რომ დვალიშვილთან ჩხუბი 5 რაუნდს არ გაგრძელდება. ფსონს ჩამოვდივარ, რომ პიოტრი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს“.

ვასილევსკი: „მერაბის ჩხუბები არ მინახავს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზედიზედ 8 მოგება აქვს, ვხვდები, რომ საუბარი სერიოზულ მებრძოლს ეხება. ერთი მხრივ, UFC-იმ იანს უხერხული მეტოქე შეურჩია, მაგრამ მეორე მხრივ, პიოტრს დამატებითი მოტივაცია ექნება. თუ იგი დამარცხდება, საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ტიტულის პრეტენდენტი კიდევ ერთხელ გახდება. დვალიშვილი პიოტრისთვის გამოცდა იქნება და თან, UFC-ი მერაბს ალბათ, საჩემპიონო პერსპექტივის მქონე მებრძოლად განიხილავს. დვალიშვილთან გამარჯვება იანს ძალიან აამაღლებს. პიოტრისთვის ეს კარგი მოტივაციაა და მერაბთან კონფლიქტიც ჰქონდა. პიოტრი ხვდება, რომ დვალიშვილი სერიოზული და უხერხული მეტოქეა, მაგრამ აპირებს, UFC-ის დაუმტკიცოს, რომ კვლავინდებურად მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი 6 თვე ჰქონდა“ - რას წერს ფრანგული გამოცემა ზურიკოზე
„კარგი 6 თვე ჰქონდა“ - რას წერს ფრანგული გამოცემა ზურიკოზე