ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Daily Mail: „სიტი კვარაცხელიას თვალყურს ადევნებს“

ცნობილი ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერილ სტატიას აღმოაჩენთ, რომელშიც ნათქვამია, რომ მისით „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული. Daily Mail-ის მიხედვით, „ქალაქელები“ „კვარას“ თვალყურს ადევნებენ და აქტიურად აკვირდებიან.

„სიტი ნაპოლის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას თვალყურს ადევნებს. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში, რომელიც დიეგო მარადონას დღეების შემდეგ, პირველი სკუდეტოს მოსაგებად იბრძვის, გარღვევის მომხდენ სეზონს ატარებს. გუნდში, რომელიც ნიჭიერი შემტევებითაა დაკომპლექტებული, კვარაცხელია, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ადგილობრივ ჩემპიონატში გამოირჩა, ეს კი მისი უშიშარი და მიმზიდველი სტილის დამსახურებაა.

ნაპოლის გულშემატკივრებმა მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს და 21 წლის შემტევმა სერია A-ს 15 შეხვედრაში 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. გასულ პარასკევს, იუვენტუსთან გამართულ მატჩში, მან მონაწილეობა 4 გოლში მიიღო და ნაპოლის უშუალო მდევართან 9-ქულიანი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა. ნეაპოლურმა კლუბმა იგი დინამო ბათუმიდან შეიძინა და მოსალოდნელია, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში, ნაპოლი ძალიან დიდ მოგებას ნახავს“, - წერს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს და „პარტენოპეის“ მოედანზე 21 იანვარს, თბილისის დროით, 21:00-ზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
WhoScored: ხვიჩა სერია ა-ს ტურის საუკეთესო მოთამაშეა
WhoScored: ხვიჩა სერია ა-ს ტურის საუკეთესო მოთამაშეა