ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, დემიენ ლილარდი, აარონ გორდონი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი, უილტ ჩემბერლენი
Aa
Aa

იოკიჩის ბრწყინვალე მატჩი - 36-ქულიანი სამმაგი დუბლი და 90 პროცენტი პარკეტიდან

„დენვერ ნაგეთსის“ კალათბურთელმა, ნიკოლა იოკიჩმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა. „ჯოკერმა“ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 122:113 მოიგო, სამმაგი დუბლი გაიფორმა.

„ჯოკერმა“ 34 წუთი ითამაშა და აქტივში 36 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. სერბმა ცენტრმა პარკეტიდან ფენომენალური პროცენტით შეუტია და 14-დან მხოლოდ 1 სროლა გააფუჭა, ისიც სამქულიანი. იოკიჩმა მინიმუმ 30-ქულიანი სამმაგი დუბლი, რომლის დროსაც პარკეტიდან 90 პროცენტით შეუტია, კარიერაში მეორედ დააგროვა. მის გარდა, ეს NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ერთ კალათბურთელს, უილტ ჩემბერლენს აქვს გაკეთებული (1967 წლის 24 თებერვალს და 1966 წლის 17 თებერვალს).

„ჯოკერის“ გარდა, „დენვერის“ რიგებში მაიკლ პორტერ ჯუნიორი გამოირჩა - 23 ქულა, 4 მოხსნა. ჯამალ მიურეიმ 17 ქულა და 7 ასისტი დააგროვა, ხოლო აარონ გორდონი 11 ქულას, 7 მოხსნასა და 8 პასს დასჯერდა. „პორტლენდს“ დემიენ ლილარდმა ულიდერა, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - 44 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა. ჯერემი გრანტმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო ანფერნი სიმონსმა 14 ქულა გააკეთა.

ამრიგად, „დენვერს“ 31 მოგება და 13 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. „ნაგეთსი“ მომდევნო შეხვედრას „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ გამართავს. „პორტლენდს“ რაც შეეხება, „ტრეილ ბლეიზერსი“ მე-11 ადგილს იკავებს და მისი მომდევნო გაჩერება „ფილადელფია სევენთი სიქსერსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
WhoScored: ხვიჩა სერია ა-ს ტურის საუკეთესო მოთამაშეა
WhoScored: ხვიჩა სერია ა-ს ტურის საუკეთესო მოთამაშეა