მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

ძალიან მაგარი ჩხუბი გველის - მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე ბრუნდება. Las Vegas Review Journal-ის ინფორმაციით, რომელიც მოგვიანებით, რამდენიმე ცნობილმა ჟურნალისტმა და გამოცემამ დაადასტურა, „მანქანა“ რუს მებრძოლს, პიოტრ იანს დაუპირისპირდება.

Mma Junkie-ის ცნობით, ბრძოლა 11 მარტს (ადგილობრივი დროით, თბილისის დროით 12 მარტს), ლას ვეგასში მდებარე Virgin Hotels-ში გაიმართება და UFC Fight Night 221-ის მთავარი მოვლენა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ჩხუბი 5 რაუნდს გაგრძელდება. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ მებრძოლებს კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკადრო ცვლილებები კოლხეთში - ჯუღელი ახალი სეზონისთვის ემზადება
საკადრო ცვლილებები კოლხეთში - ჯუღელი ახალი სეზონისთვის ემზადება