გიორგი აბურჯანია, ჟილ ვისენტე
Aa
Aa

აბურჯანიას საგოლე პასი - ჟილ ვისენტემ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, საკუთარ კედლებში „ვიქტორია გიმარაეში“ 2:1 დაამარცხა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

მასპინძელთა სასტარტოში გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, 82-ე წუთზე მისი შესანიშნავი საგოლე პასით ფრან ნავარომ გამარჯვების გოლი გაიტანა. 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მახვილგონივრული გადაცემით დაცვის ხაზი „მოჭრა“ და გუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, პორტუგალიის თასების ხუთ შეხვედრაში ითამაშა. „სევილიას“ ყოფილი ფეხბურთელი პორტუგალიურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს, გასულ სეზონში „ჟილ ვისენტე“ მე-5 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა ამ სეზონში გუნდი კრიზისშია, 18-გუნდიან ჩემპიონატში 15 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.

გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი „მარიტიმუ“ 10 ქულით მე-17 ადგილზეა. შესაძლოა, მე-17 ტურში „ეშტორილის“ წინააღმდეგ ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას აგენტებმა გარანტიები მიიღეს“ - Il Mattino ხვიჩას ახალ კონტრაქტზე
„ხვიჩას აგენტებმა გარანტიები მიიღეს“ - Il Mattino ხვიჩას ახალ კონტრაქტზე