ხვიჩა კვარაცხელია, კოპა იტალია, კრემონეზე
Aa
Aa

კრემონეზესთან თამაში გამოირიცხა - ხვიჩას გრიპი აქვს

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია „კოპა იტალიაზე“ „კრემონეზეს“ წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

ცოტა ხნის წინ კლუბმა სოციალურ ქსელში სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი არ გვხვდება. გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გრიპის ვირუსი აქვს და ამის გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ასევე, „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს დემე, რომელსაც ქალიშვილი შეეძინა და სპალეტიმ ამის გამო მას დასვენების დღე მისცა.

„ნაპოლის“ სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:

ასევე გეტყვით, რომ დღევანდელ მატჩი ვერ ითამაშებს „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილიც, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ „კოპა იტალიაზე“ „ნაპოლისა“ და „კრემონეზეს“ შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“ - ხვიჩას მშობლები შვილის წარმატებაზე
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“ - ხვიჩას მშობლები შვილის წარმატებაზე