ანდრე შურლე
Aa
Aa

-19 გრადუსი ყინვა, საშინელი თოვლი და ქარი - შურლემ ურთულესი გამოწვევა დაძლია

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრე შურლემ ურთულესი გამოწვევა დაძლია. 32 წლის გერმანელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ვიმ ჰოფის ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. შორტების, ხელთათმანების, ჩექმებისა და ქუდის ამარა მყოფმა შურლემ პოლონეთში მდებარე ერთ-ერთი მწვერვალი დალაშქრა.

„ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან ურთულესი რამ, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ბოლო მომენტში ვეღარაფერს ვგრძნობდი და ჩემში რაღაცის აღმოჩენა მომიწია, რათა სვლა გამეგრძელებინა.

ეს გამოცდილება არასდროს დამავიწყდება. -19 გრადუსი, 100 კმ/სთ სიჩქარის ქარი, ძლიერი თოვლი და წვიმა! მე და ჩემი ორგანიზმი ბევრად ძლიერი ვყოფილვართ, ვიდრე მეგონა. თუ გონებასა და სულს კონკრეტული მიზნისკენ მივმართავ, ყველაფრის გაკეთებას შევძლებ“, - განაცხადა შურლემ.

საინტერესოა, რომ გერმანელი ფეხბურთელის პოსტს მისი ყოფილი თანაგუნდელი, დიდიე დროგბა გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა შურლეს კომენტარი დაუწერა და განაცხადა, რომ მისი ორგანიზმი ფუნქციონირებას წამებში შეწყვეტდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი - კრემონეზე | სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი - კრემონეზე | სავარაუდო შემადგენლობები