ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Daily Mail ხვიჩაზე: უდავოა, რომ სერია A-ში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail-ი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს და ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ტურინელთა დაცვის სუსტი მხარეები გამოავლინა და მათ „მასტერკლასი“ ჩაუტარა.

რა წერია სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელიამ თითქმის ერთპიროვნულად გაანადგურა „იუვენტუსი“, გამოავლინა „ბიანკონერის“ დაცვის სისუსტეები და ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელების ოსტატობის ნაკლებობა. მან კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი ძალების დემონსტრირება.

საპირისპიროდ, მისმა ტურინელმა ვიზავისტმა, ფედერიკო კიეზამ ვერ შეძლო ძველებურად გამანადგურებელი თამაშის ჩვენება და რა თქმა უნდა, ახლა ქართველ ფეხბურთელს ვერაფერში შეედრება.

ცალსახად, კვარაცხელია იტალიაში ახლა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია.

„ნაპოლის“ გამარჯვება კვარას ბრწყინვალე თამაშის დამსახურებაა და თუ ის ამ ფორმის შენარჩუნებას შეძლებს, ნეაპოლში აუცილებლად ჩავა ნანატრი სკუდეტო.

„პარტენოპეის“ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ 77 ნომერი და ახლა ნეაპოლის ქუჩებს საქართველოს დროშები ამშვენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ კვარას თამაშით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია, დაისმის ლოგიკური კითხვა - შეუძლია, თუ არა კლუბს მისი შენარჩუნება იმ ფონზე, როდესაც მის გარშემო ზაფხულში ევროპის ტოპ-კლუბები უდავოდ იტრიალებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თავი ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამის გარდა, მან პირველი გოლის ეპიზოდზეც იქონია გავლენა, როდესაც შჩესნის კარის აღება ე.წ. მაკრატელა დარტყმით სცადა, თუმცა პოლონელი მეკარის სეივის შემდეგ დამატებაზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისური 20 შეხვედრაში მოირგო. მის ანგარიშზე 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2021 წელს ბაიერნს კვარას ყიდვა შეეძლო“ - რას წერს გერმანული სააგენტო
„2021 წელს ბაიერნს კვარას ყიდვა შეეძლო“ - რას წერს გერმანული სააგენტო