ჰენრიხ მხითარიანი
Aa
Aa

ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიად გამოაცხადა - მხითარიანი სკანდალში გაეხვია

მილანის „ინტერის“ სომეხი ფეხბურთელი, ჰენრიხ მხითარიანი სკანდალში ეხვევა. რამდენიმე დღის წინ, „ნერაძურის“ სოციალურ ქსელში ტრადიციული რუბრიკის, „საიდან ხარ“-ის მორიგი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ამჯერად მხითარიანი მოგვევლია.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სომეხმა ფეხბურთელმა ვიდეოში სომხეთის რუკა დახატა, რომელშიც ყარაბაღი სპეციალური ფორმით მონიშნა და ის სომხეთის ტერიტორიას მიაკუთვნა.

33 წლის ნახევარმცველის საქციელს აზერბაიჯანში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. აზერბაიჯანელები ყარაბაღს თავის ტერიტორიად მიიჩნევენ და გეგმავენ, რომ მხითარიანს უეფაში უჩივლონ.

თავად ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოვლენები ბოლომდე არც ახლა არის ჩაწყნარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები