ხვიჩა კვარაცხელია, ბადრი კვარაცხელია, მაკა ლუკავა
Aa
Aa

„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“ - ხვიჩას მშობლები შვილის წარმატებაზე

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემამ, „იმედის დღემ“ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშთან დაკავშირებით რეპორტაჟი შემოგთავაზა. აღნიშნულ გადაცემაში ფეხბურთელის მშობლებმა, ბადრი კვარაცხელიამ და მაკა ლუკავამ „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ ისაუბრეს.

ბადრი კვარაცხელია: „მაგრად გაგვახარა. მიხარია, რომ ქართველებს ასე უხარიათ და ამდენი ქართველი ჩამოვიდა. ქართულ დროშას რომ ვუყურებდი, ისე მიხაროდა და ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი, მაგრამ ხომ ვაცნობიერებ, რომ „ნაპოლიში“ ვარ, მარადონას სახელობის სტადიონზე ვზივარ და ფეხბურთს ვუყურებ - ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

მთელი ოჯახი ჩამოვედით. ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ, რომ ამდენ დატვირთვას გაუძლოს, რადგან სახლიდან შორსაა, დიდ გუნდშია და ასეთ კონკურენციაშია... 

ძალიან მიხარია, რომ ხვიჩა იმ გუნდში ასპარეზობს, სადაც მარადონა თამაშობდა“.

მაკა ლუკავა: „ხვიჩამ იცოდა, რომ „იუვენტუსთან“ თამაშს ბევრი ქართველი დაესწრებოდა და მინდორზე დიდი მოტივაციით გავიდა. მჯეროდა, რომ გაახარებდა იმ გულშემატკივარს, ვინც იქ მივიდა. ჩემი გული რას განიცდის, მაგას ვერ ვიტყვი.

ხვიჩა ქუჩაში ჩვეულებრივად ვერ გადაადგილდება. იმდენი ცნობს, რომ გარეთ ვერ გადის“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქინქლაძე: „ხვიჩასგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა“
ქინქლაძე: „ხვიჩასგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა“