საბურთალო დატოვა - გულიაშვილი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს
CrystalSport-ის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი კარიერას „სარაევოში“ გააგრძელებს.
Per my source, Bosnian football club have reached an agreement with Saburtalo to sign Giorgi Guliashvili (21). Giorgi's next club after Saburtalo: @FK_Sarajevo pic.twitter.com/ggdQtZtHy9
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) January 16, 2023
ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ „სარაევო“ 25 ქულით მე-5 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბოსნიელი მირზა ვარეშანოვიჩია, რომელსაც ბოსნიის ნაკრებსა (1996-2001) და ფრანგულ „ბორდოში“ (1995-96) უთამაშია.
21 წლის გულიაშვილი 2018-22 წლებში „საბურთალოში“ ასპარეზობდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 79 მატჩში 11 გოლი შეაგდო. გასულ სეზონში „საბურთალოს“ რიგებში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე პასია.
გიორგის საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.