ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას აგენტებმა გარანტიები მიიღეს“ - Il Mattino ხვიჩას ახალ კონტრაქტზე

Il Mattino-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობით „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ახალი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაფორმდება. ფეხბურთელის აგენტებმა გარანტიები მიიღეს, რომ „ნაპოლი“ ახალ წინადადებას გაუმჯობესებული პირობებით ზაფხულში შესთავაზებთ, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

2021 წლის ივლისში ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ნაპოლიში“ გადავიდა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი წლიური ხელფასი მხოლოდ 1,5 მილიონი ევროა.

„იუვენტუსთან“ საოცარი თამაშის შემდეგ ბრიტანული მედია იუწყება, რომ კვარაცხელია ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერის, „არსენალის“ რადარზეა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქინქლაძე: „ხვიჩასგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა“
ქინქლაძე: „ხვიჩასგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა“