ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„2020 წელს სპარტაკს ხვიჩას შეძენა შევთავაზე, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა“

ფრანკო კამოცი მოსკოვის „სპარტაკის“ სკაუტინგის დეპარტამენტის უფროსია და „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავი გაგვიზიარა. კამოცის „სპარტაკისთვის“ „კვარას“ შეძენა შეუთავაზებია, მაგრამ კლუბისგან უარი მიუღია.

„2020 წლის ოქტომბერში, სპარტაკის ხელმძღვანელებს ხვიჩას შესახებ ველაპარაკე და მისი შეძენა შევთავაზე. მაშინ აშკარა იყო, რომ კვარაცხელია ფანტასტიკური მოთამაშე გახლდათ, მაგრამ გარიგება არ შედგა. რატომ? არ ვიცი, ცხოვრება ასეთია. სჯობს, ეს ფედუნს ჰკითხოთ. სატრანსფერო ბაზარი ისეა მოწყობილი, რომ კლუბი ყველა ფეხბურთელს ვერ იყიდის, ვის შეძენასაც ვურჩევ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხვიჩას მისმა ექს-თავკაცმა, იური სიომინმა ისაუბრა და განაცხადა: „ხვიჩა მე არ გამიშვია. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. მისი წასვლით მოსკოვის ლოკომოტივმა ათი მილიონი დაკარგა. იუვენტუსთან ბრწყინვალე იყო. ჩემი აზრით, ეს მატჩი მიმდინარე სეზონში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დეპრესია მჭამს, ვინმე დამეხმარეთ“ - ვეტერანი ბორჯღალოსანი დახმარებას ითხოვს
„დეპრესია მჭამს, ვინმე დამეხმარეთ“ - ვეტერანი ბორჯღალოსანი დახმარებას ითხოვს