ხვიჩა კვარაცხელია, ვალერი გაზაევი
Aa
Aa

„ბრწყინავს და დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს“ - გაზაევი ხვიჩაზე

რუსმა სპეციალისტმა ვალერი გაზაევმა, რომელსაც ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისია აზრით, ხვიჩა უმაღლეს დონეზე თამაშობს, ახლა მას მარადონას შეადარებენ, თუმცა მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„ხვიჩა სერია ა-ში შეიჭრა და ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. მას დიდებული ტექნიკა და სისწრაფე აქვს. თანამედროვე ფეხბურთის ფორმაციის მოთამაშეა. ახლა, რა თქმა უნდა, მას მარადონას შეადარებენ. ხვიჩას ვუსურვებ, რომ თამაში ამ დონეზე გააგრძელოს, ტრავმები აიცილოს და ამ სიამოვნებით ითამაშოს. ახლა ის დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს.

სასიამოვნოა, რომ სერია ა-ში რუსეთის გავლით მოხვდა და უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს. პოსტ-საბჭოთა სივრციდან ანდრეი შევჩენკო გამორჩეულია. ინგლისში არშავინმა კარგად ითამაშა, ხვიჩას სტარტი კი დიდებულია. ახლა, მთავარია ხვიჩას სტაბილურობა ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას გოლზე ვიყვირე და მეუღლე შევაშინე“ - საკი ხვიჩათი გაოცებულია
„კვარას გოლზე ვიყვირე და მეუღლე შევაშინე“ - საკი ხვიჩათი გაოცებულია