ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, აარონ გორდონი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი, მარკელ ფულცი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

სამმაგი დუბლი და გეიმ ვინერი - იოკიჩის მორიგი მაგარი მატჩი

ნიკოლა იოკიჩის „დენვერ ნაგეთსი“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. კოლორადოელებს ზედიზედ 6 შეხვედრა აქვთ მოგებული და გამთენიისას, „ორლანდო მეჯიქი“ დაამარცხეს, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. „დენვერმა“ ბოლო წამებზე, ნიკოლა იოკიჩის 3-ქულიანით იმარჯვა - 119:116.

სერბი კალათბურთელი საოცარ სეზონს ატარებს და ბოლო 4 შეხვედრიდან, სამმაგი დუბლი მესამედ დააგროვა. ნიკოლამ „ორლანდოს“ წინააღმდეგ 17 ქულა, 10 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. „ჯოკერის“ გარდა, აარონ გორდონი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯამალ მიურეის 18 ქულა ჰქონდა, ხოლო მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 16 ქულა ჩააგდო.

„მეჯიქის“ მხრიდან საუკეთესო მარკელ ფულცი იყო - 20 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა. ფრანც ვაგნერმა და პაოლო ბანკერომ 19 და 18 ქულა დააგროვეს, ბოლ ბოლის ანგარიშზე კი 17 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

ცნობისთვის, „დენვერს“ 30 მოგება და 13 წაგება აქვს და მეორეადგილოსან „მემფისს“ 1 გამარჯვებით უსწრებს. ნიკოლა იოკიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„20 მილიონი ძალიან ბევრია“ - რუბინმა იუვენტუსს დასცინა
„20 მილიონი ძალიან ბევრია“ - რუბინმა იუვენტუსს დასცინა