ირმა ხეცურიანი ვაშინგტონის მსოფლიო თასის ჩემპიონია
ქართველი ეტლით მოფარიკავე, ირმა ხეცურიანი ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშაზებაზე ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ხეცურიანმა ფინალურ ორთაბრძოლაში იტალიელი პასკუინო 15:11 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობაც იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირზე, რაპირით ფარიკაობაში ქართველი პარასპორტსმენი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ირმა ხეცურიანმა ფინალში ტაილანდელ საისუნ იანასთან 10:15 წააგო და საბოლოოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.