ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„2021 წელს ბაიერნს კვარას ყიდვა შეეძლო“ - რას წერს გერმანული სააგენტო

მიუნხენის „ბაიერნთან“ დაახლოებული სააგენტო Bavarianfootballworks.com-ი აცხადებს, რომ 2021 წელს „რეკორდმეისტერს“ ყაზანის „რუბინიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა შეეძლო და რუსული კლუბისთვის ოფიციალური შეთავაზების გაკეთებასაც აპირებდნენ, თუმცა უარი ბოლო მომენტში თქვეს და არჩევანი ლუკა პარკაძეზე გააკეთეს.

რა წერია სტატიაში:

„ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი გარემარბია. ქართველმა ფლანგის ოსტატმა იტალიაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა, ხოლო გუნდებს და მათ ფულბეკებს ისე ანადგურებს, როგორც არაფერი (ლივერპულის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს ჰკითხეთ). მიუნხენის „ბაიერნს“ მისი ყიდვა შეეძლო, თუმცა ბოლო დროს არჩევანი ლუკა პარკაძეზე შეაჩერა, რომელზეც ვარაუდობენ, რომ კვარას მსგავს გზას გაუყვა. მაგრამ რა უნდა ვთქვათ, „ბაიერნს“ ხომ ჯერ ნამდვილი კვარას მიღება შეეძლო?

2021 წელს, „ბაიერნი“ იმ დროისთვის 20 წლის გარემარბის დამატებას განიხილავდა და მას აქტიურად აკვირდებოდა, თუმცა „რუბინისთვის“ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს. შემდეგ, ის 2022 წლის ზაფხულში გადავიდა „ნაპოლიში“, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ და ახლა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ფეხბურთელია.

კვარა იმდენად კარგი იყო, რომ „რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი ამბობდა, რომ ის მადრიდის „რეალშიც“ მოხვდება. ბოლოს, ქართველმა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა და 5:1 მოგებულ შეხვედრაში ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. „ბაიერნმა“ ლონდონის „ჩელსისგან“ ჯამალ მუსიალა მიიღო და შესაძლოა ამიტომაც თქვეს უარი კვარაზე. ჩათვალეს, რომ საჭირო აღარ იყო. ახლა, შესაძლოა გრანდებმა ის ძალიან მალე წაიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო