ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

ლოჩოშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ადრე ქართველებთანაც მუშაობდა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს დღეიდან დავიდე ბალარდინი გაწვრთნის. 59 წლის სპეციალისტი „კრემონეზეში“ 2024 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს.

ბალარდინიმ გუნდში მასიმილიანო ალვინი შეცვალა, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, ლუკა ლოჩოშვილი არ იქნება პირველი ქართველი, რომელსაც ბალარდინი გაწვრთნის. იტალიელი მწვრთნელი აქამდე „პალერმოში“ ლევან მჭედლიძესთან და „ჯენოაში“, კახა კალაძესთანაც მუშაობდა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „კრემონეზე“ 18 ტურის შემდეგ 7 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და თამაში ჯერ არ მოუგია, ლოჩოშვილმა კი 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.

საგულისხმოა, რომ ბალარდინის დებიუტი 18 იანვარს, „კოპა იტალიაზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ წინააღმდეგ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: „ხვიჩას წასვლით ლოკომოტივმა 10 მილიონი დაკარგა“
სიომინი: „ხვიჩას წასვლით ლოკომოტივმა 10 მილიონი დაკარგა“