ბენზემა საფრანგეთის ნაკრებზე: „ეს უკვე ისტორიაა“
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას ესპანეთის სუპერ თასზე, „ბარსელონასთან“ თამაშამდე საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რაზეც ფრანგმა ფორვარდმა ასე უპასუხა:
„ყველაფერი დასრულდა, ეს უკვე წარსულია. ახლა ყველაზე მთავარი მომავალი თამაშია. მორალურად მზად ვარ, დანარჩენი უკვე ისტორიაა, თუნდაც ეს რთული იყოს.
მსოფლიო ჩემპიონატზე და საფრანგეთის ნაკრების შესახებ ლაპარაკი აღარ მინდა. მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასთან დაკავშირებულ კითხვებს ვუპასუხებ“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალი მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.