ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას გოლზე ვიყვირე და მეუღლე შევაშინე“ - საკი ხვიჩათი გაოცებულია

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ მატჩზე იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მისი აზრით, ლუჩანო სპალეტი იმსახურებს, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სერია ა მოიგოს.

არიგო საკი:„იუვენტუსთან“ „ნაპოლის“ თამაშმა აღმაფრთოვანა. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთი გუნდური თამაშია. ლუჩანომ სკუდეტო უნდა მოიგოს. ეს არის ჯილდო მისი ისტორიისთვის და მისი კარიერისთვის. „ნაპოლი“ მისი შედევრია, სადაც 11-ვე ფეხბურთელი სრულყოფილ სინერგიაში მოძრაობს.

კვარას გოლზე ვიყვირე, ჩემს ცოლს შეეშინდა და დაიყვირა: „არიგო, რა ხდება?!“

ახლა დროა, ლუჩანო სპალეტიმ სერია ა მოიგოს, მისი ხედვები და იდეები სწორია. ყველას აჩვენებს, რომ ლამაზად თამაში შესაძლებელია. ლობოტკათი, კვარათი და ოსიმენით განსაკუთრებით გაოცებული ვარ“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი