ბერიძის საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში „ადანა დემირსფორმა“ შინ „ანკარაგიუჯუ“ 3:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა 49-ე წუთზე გახსნეს. 61-ე წუთზე „ანკარაგიუჯუს“ ქართველმა გარემარბმა გიორგი ბერიძემ კუთხურიდან ჩააწოდა, რომელიც უროს რადაკოვიჩის გოლით დასრულდა. ამ სეზონში ბერიძემ თურქეთის სუპერლიგაში პირველი საგოლე პასი შეასრულა.
25 წლის გიორგი ბერიძე თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 18 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. მან გოლები „ბეშიქთაშს“ (2), „სივასსა“ და „ჰატაისპორს“ გაუტანა.
19-გუნდიან ჩემპიონატში „ანკარაგუჯუ“ 19 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს. მე-16 ადგილზეა საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“, რომელიც სტუმრად „გალათასარაისთან“ განადგურდა (4:0).