პეპ გუარდიოლა, მარკუს რაშფორდი, პეტრ ჩეხი
Aa
Aa

„ვინც წესებს ადგენს, მათ თამაში არ ესმით“ - გამოხმაურებები ბრუნოს გოლზე

მანჩესტერულ დერბიში ბრუნო ფერნანდეშის საკამათო გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტები, ქომაგები, თავად შეხვედრის მონაწილე პირები ამ მომენტს აქტიურად განიხილავენ.

ბევრი თვლის, რომ რაშფორდი მომენტზე გავლენას ახდენდა და ამან ედერსონთან ერთად „სიტის“ მცველებიც დააბნია, რამაც გოლის გაშვება განაპირობა.

პეტრ ჩეხი:

„იუნაიტედის პირველმა გოლმა დაამტკიცა, რომ ადამიანებს, რომლებიც წესებს ადგენენ, არაფერი გაეგებათ, მათ თამაში არ ესმით",

- დაწერა ჩელსის ყოფილმა მეკარემ სოციალურ ქსელში.

პეპ გუარდიოლა:

„ედერსონი ფიქრობდა, რომ რაშფორდი დაარტყამდა, ამაშია საქმე. წესი წესია, ინტერპრეტაცია კი მსაჯებზეა დამოკიდებული. ამ სტადიონზე გადაწყვეტილებებს იღებენ მსაჯები და VAR-ი. გოლის გაშვების შემდეგ, მეორეც გავუშვით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მომავალში უნდა გავაუმჯობესოთ“.

მარკუს რაშფორდი:

„მომეჩვენა, რომ სირბილი ნაადრევად დავიწყე, ამიტომ გავჩერდი. ბურთისკენ, რომ გავქცეულიყავი მას უბრალოდ ავიღებდი, დავარტყამდი ან პასს გავაკეთებდი. მეგონა, რომ თამაშგარეში ვიყავი, ამიტომ ბურთს არ შევეხე.

ამ სიტუაციაში მხოლოდ ეს შემეძლო გამეკეთებინა, შემდეგ კი ყველაფერი მსაჯზე და განაპირა არბიტრზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, მე არ ვმონაწილეობდი ეპიზოდში. გოლი უნდა ჩათვლილიყო“.

მანუელ აკანჯი:

„მართალი გითხრათ, სასაცილოა პირველი გოლი რომ ჩაითვალა. რაშფორდი აშკარად თამაშგარეში იყო. ბოლო წამამდე გარბოდა და მხოლოდ იმიტომ გაჩერდა, რომ ბურთთან ბრუნო მივიდა.

მესმის, რომ ბურთს არ შეხებია, მაგრამ 30 მეტრი ირბინა, ბურთს დაედევნა და შემდეგ გაჩერდა. მსაჯმა მომენტს არ უყურა.

არბიტრმა არაფერი მითხრა, მაგრამ მე გვერდით არბიტრს ველაპარაკე და მან მითხრა: „რაშფორდი ბურთს შეეხო?" მე ვუთხარი: „არა, მაგრამ ის კარგა ხანს მირბოდა ბურთის უკან“.

ალბათ, სტადიონზე ზეწოლა მასზეც აისახა. ამიტომ მან გადაწყვიტა ყველაფერი დაეტოვებინა ისე, როგორც არის“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო
Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო