ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

„სკუდეტოს მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია“ - ლაუტარო იმედს არ კარგავს

სერია ა-ს მე-18 ტურში მილანის „ინტერმა“ შინ „ვერონა“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მესამე წუთზე არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.

18 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 47 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „მილანი“ 38 ქულით იკავებს, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ აქტივში 37 ქულაა. „პარტონოპეის“ დიდი უპირატესობის მიუხედავად, ლაუტარო მარტინესი ფიქრობს, რომ „ინტერს“ ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

ლაუტარო მარტინესი: „სკუდეტოს მოგება რეალურია, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ. სეზონის ბოლომდე დიდი გზაა, მაგრამ ჩვენ შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ.

„ვერონასთან“ სწრაფი გოლი გავიტანეთ და შემდეგ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მზად ვიყავით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამი ქულა ავიღეთ“.

ლაუტარომ კატარის მუნდიალზეც ისაუბრა: „მუნდიალზე ის არ გამიკეთებია, რაც მსურდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ხალხს სიამოვნება მივანიჭო“.

მე-19 ტურში „ინტერი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს, „მილანი“ „ლაციოს“ ესტუმრება, „იუვენტუსი“ „ატალანტას“ მიიღებს, ხოლო ლიდერი „ნაპოლი“ აუტსაიდერ „სალერნიტანას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი