გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის ბრწყინვალე თამაში - სარაგოსას 21 ქულა ჩაუგდო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში „ბასკეტ სარაგოსა“ შინ „ტენერიფესთან“ 80:87 დამარცხდა. შეხვედრა ფრედ 73:73 დასრულდა, რის შემდეგაც ოვერტაიმი დაინიშნა და საბოლოოდ სტუმრებმა 7-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

„ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი მატჩის MVP გახდა. მან პარკეტზე 27 წუთი და 45 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასია. ორივე გუნდის მოთამაშეთაგან მასზე მეტი ქულა მხოლოდ მასპინძელთა ისლანდიელმა კალათბურთელმა ტრუგვი ჰლინასონმა ჩააგდო. მის აქტივში 24 ქულაა.

16 ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ ანგარიშზე 12 გამარჯვებაა. მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ტენერიფე“ და „ბასკონია“ 24 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.

მე-17 ტურში „ტენერიფ“ „ბეტისს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 21 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 5 ქულა - მილუოკი მაიამისთან უშანსოდ დამარცხდა
მამუკელაშვილის 5 ქულა - მილუოკი მაიამისთან უშანსოდ დამარცხდა