ბარსელონა, ერიკ გარსია
Aa
Aa

ბარსელონამ ერიკ გარსია ტრანსფერზე დააყენა

„ბარასელონას“ სახელფასო ჭერი შევსებულია და ამ მომენტისთვის არცერთი ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. ჩავი ერნანდესს კი შეტევის გაძლიერება სურს.

ავტორიტეტული გამოცემა SPORT კატალონიური გრანდის სამომავლო გეგმებზე წერს. წყაროს ცნობით, „ბარსელონამ“ ერიკ გარსია ტრანსფერზე დააყენა. ეს კი ურთიერთშეთანხმების შედეგად მოხდა.

კლუბიც და თავად ფეხბურთელიც მზად არის, რომ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში ტრანსფერი განხორციელდეს. ესპანელი უკანახაზელი სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლად ამიტომ დათანხმდა.

გარსიამ სეზონი კარგად დაიწყო და ძირითად შემადგენლობაში ხშირად გვევლინებოდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მას ბარსას რიგებში მხოლოდ 16 წუთი აქვს ნათამაშები.

ცნობისთვის, ერიკი „ბლაუგრანას“ 2022 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. 22 წლის ფეხბურთელმა ბარსას მაისური მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პრემიერ ლიგის მოგება არ შეგვიძლია“ - პეპი იუნაიტედთან მარცხის შემდეგ
“პრემიერ ლიგის მოგება არ შეგვიძლია“ - პეპი იუნაიტედთან მარცხის შემდეგ