ლევან კუტალია
Aa
Aa

კუტალიას მორიგი გოლი - ნეს ციონა მარცხისგან იხსნა

ისრაელის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში თელ-ავივის „ჰაპოელისა“ და „ნეს ციონას“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 48-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა მე-60 წუთზე „ნეს ციონას“ ქართველმა ფორვარდმა ლევან კუტალიამ ანგარიში ახლო მანძილიდან გაათანაბრა. 33 წლის ქართველი ფორვარდის გოლმა გუნდმა ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლევან კუტალიამ გოლი იმ მაისურით აღნიშნა, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“.

ლევან კუტალიამ ისრაელის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, თასის გათამაშებების სამ მატჩში კი 2 გოლით დაეხმარა გუნდს. ასევე, საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკა, ისრაელის ჩემპიონატის ჩატარებულ ბოლო ექვს შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღნიშნული სამი გოლიდან ერთი თავით გაიტანა, ერთი - პენალტით, დღეს კი ახლო მანძილიდან - ფეხით.

14-გუნდიან ჩემპიონატში „ნეს ციონა“ ბოლოდან მეორე ადგილზეა, მის ანგარიშზე16 ქულაა და ბოლოადგილოსანს 1 ქულით უსწრებს. ცხადია, გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კრიტიკოსები დაადუმა“ - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე
„კრიტიკოსები დაადუმა“ - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე